Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია
ambebi.ge
01 October 2016, 15:20
ბიზნესზე არასდროს ლაპარაკობს, ცდილობს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს და როგორც ქართველთა კავშირის პრეზიდენტი რუსეთში, ბევრს საუბრობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, კულტურულ კავშირებზე და ამის დასამტკიცებლად ხშირად ჩაჰყავს მოსკოვში ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილის შეტანის გარდა, მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი ერთხელაც არ დასახელებულა დეველოპერთა რომელიმე რეიტინგში. მეტიც, რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი.

მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. "სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. აქ მყავს", - "გამოტყდა" ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია.

მომავალი ბიზნესმენი და ქართველთა კავშირის დირექტორი დიდ რუსეთში სამხედრო სამსახურის შედეგად მოხვდა, მოსკოვთან ახლოს სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. მოსკოვში დარჩენილმა პლეხანოვის ინსტიტუტში ჩააბარა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნეს პარტნიორები - ანდრეი კარპოვსკი და რაფიკ ატუმიანი, რომელთან ერთადაც 1989 წელს კოოპერატიული კაფე გახსნა. უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ სამმა მეგობარმა რუსულ-ფრანგული ფირმა დააფუძნეს და რუსეთში საფრანგეთიდან ფართო მოხმარების საქონელი შეჰქონდათ ბითუმად.

გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი